გლობალურიკამპანია #SaveKidsLives და პროექტი „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში“ გადაცემაში 'საქმიანი დაილა'

9 აპრილს, ტელეკომპანია მაესტროს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ფონდი „პარტნირობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დამფუძნებელმა, გელა კვაშილავამ ისაუბრა მსოფლიო კამპანიის #SaveKidsLives  და  პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში“ შესახებ.

პროექტი „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში“ ხორციელდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მხარდაჭერით. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი 2009 წლიდან ახორციელებს კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროგრამას მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით; ხოლო ფონდი განახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს, რათა გაიზარდოს მოსახლეობაში საგზაო უსაფრთხოების ცნობიერება და შემცირდეს გზებზე   შესაძლო საგზაო ავარიების რისკები.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.