პროექტი „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში“ რადიო „ჰერეთის“ ეთერში

27 მარტს, რადიო „ჰერეთის“ ეთერში საინტერესო რეპორტაჟი კახეთში არსებულ საგზაო უსაფრთხოების პრობლემებზე გაშუქდა. სიუჟეტის მთავარი თემა პროექტი „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში“ შესახებ იყო. რეპორტაჟში მოყვანილია ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის გელა კვაშილავასა  და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ლითანიშვილთან ინტერვიუს ნაწყვეტები. ჟურნალისტი გაესაუბრა კახეთის მოსახლეობასაც, რომლიც მიხედვითაც ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საგზაო წესების უცოდინრობაა. რეპორტაჟში განხილული იყო პროექტის მნიშვნელობა და სამომავლო გეგმები.

პროექტის ფარგლებში უახლოეს მომავალში კახეთის სკოლებში განხორციელდება საგანმანათლებლო გაკვეთილები ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის. მოსახლეობაში ცნოებიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდება ქუჩის აქციები, სადაც მძღოლებსა და მგზავრებს მოვუწოდებთ დაიცვან საგზაო წესები და დაემორჩილონ კანონებს. პროექტის მიზანია გაუმჯობესდეს საგზაო მოძრაობაში მონაწილე ყველა პირის - ქვეითების, მძღოლებისა, ბავშვებისა და გზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დონე.

პროექტი „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში“ ხორციელდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მხარდაჭერით. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი 2009 წლიდან ახორციელებს კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროგრამას მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით; ხოლო ფონდი განახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს, რათა გაიზარდოს მოსახლეობაში საგზაო უსაფრთხოების ცნობიერება და შემცირდეს გზებზე   შესაძლო საგზაო ავარიების რისკები.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.