პროექტი „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში“ რადიო „თავისუფლების“ ეთერში

25 მარტს, რადიო თავისუფლების „თბილისის სტუდია“ პროექტს „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში“ დაეთმო. გადაცემაში მიწვეულნი იყვნენ ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი. გადაცემის სტუმრებმა ისაუბრეს კახეთის რეგიონში არსებულ საგზაო პრობლემებზე, პროექტის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.

პროექტის ფარგლებში უახლოეს მომავალში კახეთის სკოლებში განხორციელდება საგანმანათლებლო გაკვეთილები ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის. მოსახლეობაში ცნოებიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდება ქუჩის აქციები, სადაც მძღოლებსა და მგზავრებს მოვუწოდებთ დაიცვან საგზაო წესები და დაემორჩილონ კანონებს. პროექტის მიზანია გაუმჯობესდეს საგზაო მოძრაობაში მონაწილე ყველა პირის - ქვეითების, მძღოლებისა, ბავშვებისა და გზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დონე.

პროექტი „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში“ ხორციელდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მხარდაჭერით. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი 2009 წლიდან ახორციელებს კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროგრამას მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით; ხოლო ფონდი განახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს, რათა გაიზარდოს მოსახლეობაში საგზაო უსაფრთხოების ცნობიერება და შემცირდეს გზებზე   შესაძლო საგზაო ავარიების რისკები.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.