პროექტ GFEI-ის ფარგლებში საინფორმაციო ვებ-გვერდი შეიქმნა

პროექტის ფარგლებში "საწვავის ეკონომიის გლობალური ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში" (GFEI) შეიქმნა საინფრომაციო ვებ-გვერდი. გვერდზე განთავსებულია სხვადასხვა სიახლეები და ინფრომაცია პროექტის შესახებ.
"საავტომობილო საწვავის ეფექტიანობის პროგრამის ინიცირება საქართველოში და საწვავის ეკონომიის ინიციატივის (GFEI) განვითარება კავკასიაში" ხორციელდება არასამთავრობო რეგიონული ორგანიზაცია CENN-ისა და ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ერთობლივი თანამშრომლობით. პროექტი  საწვავის ეკონომიის გლობალური ინიციატივის (GFEI) ნაწილია და წარმოადგენს პირველ ინიციატივას, რომელიც  სამხრეთ კავკასიის რეგიონში საწვავის ეკონომიის საკითხებზეა მიმართული. პროექტის მხარდაჭერას "გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამა" (UNEP) და GFEI-ის პარტნიორი ორგანიზაციები: საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA), საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი (ITF) და ავტომობილისტთა საერთაშორისო ფედერაციის ფონდი (FIA  Foundation) უზრუნველყოფენ.
დაწვრილებითი ინფორმაცია და პარტნიორი ორგანიზაციების ჩამონათვალი შესაძლებელია იხილოთ GFEI-ის ვებ-გვერდზე www.gfei-caucasus.org.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.