პროგრამა „არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს პარლამენტს შორის საჯარო პოლიტიკაზე დიალოგის ხარისხის გაუმჯობესება“ დასრულდა

16-17 ივლისს საბოლოო სამუშაო შეხვედრა პროგრამის „არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს პარლამენტს შორის საჯარო პოლიტიკაზე დიალოგის ხარისხის გაუმჯობესება“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების, საპარლამენტო კომიტეტებისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროგრამის ფარგლებში ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ 12 წლამდე ბავშვების საგზაო უსაფრთხოებაზე მუშაობდა, რაც საბოლოოდ კანონის მიღებით დასრულდა.   

შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა 12 წლამდე ბავშვის საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე, ავტომობილით მგზავრობის დროს ბავშვთა სპეციალური დამჭერი სავარძლის მნიშვნელობასა და 12 წლამდე ბავშვებისთვის ავტომობილის წინ დასმის აკრძალვაზე ისაუბრეს. ფონდი აქტიურად მუშაობდა 12 წლამდე ბავშვის საგზაო უსაფრთხოების კუთხით, კერძოდ კი კანონში ბავშვების ავტომობილში წინ დასმის აკრძალვისა და ბავშვთა სავარძლის გამოყენების შესახებ ცვლილებების შემუშავებაზე. რაც საგზაო უსაფრთხოების კანონში შეტანილი ცვლილებით დასრულდა. 2014 წლის 1 მარტიდან ბავშვის წინა სავარძელზე დასმა ჯარიმდება 40 ლარის ოდენობით.

პროგრამა, სადაც ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობას იღებდა, 14 თვეს გრძელდებოდა; მისი მიზანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება ჰქონოდათ სწორად დაეგემათ და განეხორციელებინათ ადვოკატირებისა და კომუნიკაციის საქმიანობა. დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. პროგრამა განხორციელდა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.