პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, არსებული ხარვეზები და გამოწვევები

გადაცემა "განთიადის" საგზაო უსაფრთხოების რუბრიკის სტუმარი ტელეარხ ერთსულოვნებაზე იყო გელა კვაშილავა და ირაკლი იზორია. მათ ისაუბრეს პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებულ არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და მათი აღმოფხრვის გზებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ტექინსპექტირების ცენტრებში შემცირებულია მიმართვიანობა და მძღოლები ხშირად იყენებენ სხვადასხვა მანიპულაციების, რათა გვერდი აუარონ კანონს, რის მიზეზიც შესუსტებული აღსრულება შეიძლება იყოს. ყურადღება გაამახვილეს ჰაერის დაბინძურებისა და გამონაბოლქვის პრობლემაზე, რომლის შემცირებაში პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საკვანძო როლის შესრულება შეუძლია.

სტუმრებმა წარმოადგინეს პროექტი „სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და ევროპული სტანდარტების ადვოკატირება“, რომელსაც ახორციელებს ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“. ისაუბრეს პროექტის აქტივობებზე და ვებ-გვერდზე, მის სპეციფიკაზე, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ რეფორმის მონიტორინგის განხორციელების პროცესში თავად მოქალაქეები ჩაერთონ.

https://www.youtube.com/watch?v=ULcovj2A0zA

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.