პერიოდული ინსპექტირება „იმედის“ ეთერში

ტელე „იმედის“ გადაცემას „იმედის დღე'' ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის’’ დირექტორი ირაკლი იზორია სტუმრობდა.

მისი აზრით, პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული რეფორმა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ძველ სისტემასთან შედარებით მიდგომები შეიცვალა, გაუმჯობესდა, დასაწყისი კარგია.  გადაცემაში ისაუბრეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობაზე, დაგეგმილ ცვლილებებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.  ირაკლი იზორიამ ყურადღება გაამახვილა ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემაზე საზოგადოებაში.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.