პეკინის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ

TV პირველის გადაცემას  ,,საქმის კურსი''  ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი  გელა კვაშილავა სტუმრობდა.  საუბრის მთავარი თემა  გახლდათ პეკინის გამზირის მოწყობა რეაბილიტაციის შემდგომ. პეკინის გამზირზე  უკვე დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს.

    ფონდის დამფუძნებელმა პეკინის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, მისი  გაცალმხრივების უარყოფით მხარეებზე ისაუბრა, კერძოდ, თუ რა პრობლემებს წარმოქმნის  ქუჩის გაცალმხრივება  საგზაო უსაფრთხოების მხრივ, აგრეთვე, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს ცალმხრივმა მოძრაობამ გამზირზე განთავსებულ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებზე.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.