პარკირების მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს

პარკირების მენეჯმენტს სითი პარკის ნაცვლად თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. ფონდის დამფუძნებლის გელა კვაშილავას აზრით, პარკინგის სისტემის სრულად მერიის ხელში გადასვლა ერთიან სისტემას ჩამოაყალიბებს. იგი საათობრივი და ზონალური პარკინგის გადასახადების შემოღებასაც დადებითად უყურებს. მნიშვნელოვანია, რომ პარკინგისგან მიღებული შემოსავალი ქალაქის ბიუჯეტში შევა და მოხმარდება ისევ ტრანსპორტის სფეროს.

პარკირება არის მაგნიტი საცობისათვის,  ეს არასწორია და ასევეა ფასის შემთხვევაშიც! იმას თუ, როგორ მართავს ქალაქი პარკირებას დიდი გავლენა აქვს მის ცხოვრებაზე -  საზოგადოებრივი ადგილების წვდომიდან დაწყებული უსაფრთხოებით დასრულებული. პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ფასიანი პარკირების სისტემის წესები და ნათლად განემარტოს საზოგადოებას. ის უნდა მოიცავდეს მკაფიო ნიშნებს, რუკებს, ბუკლეტებს და მოსახერხებელ ვებსაიტს. გარდა ამისა, წესების განსაზღვრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გროვდება პარკირების გადასახადები და ჯარიმდებიან კანონდამრღვევები, სხვა რეფორმებთან ერთად გააძლიერებს პარკირების ძალაუფლებას და შექმნის მართვის მეტად ეფექტურ სისტემას. კიდევ ერთი რეკომენდაციაა არსებული პარკირების მოთხოვნის შესაბამისად  პარკირების ზონების შექმნა, სადაც განსაზღვრული იქნება ცენტრალურ ზონაში პარკირების ხანგრძლივობა დრო, სადაც ხანმოკლე პარკირების მოთხოვნის შემთხვევები ხშირია. მნიშვნელოვანია  პარკირების მიწოდებისათვის სრულყოფილი ინვენტარი და მონაცემების გამოყენება თანამედროვე რუკებისა და დაგეგმვისთვის. პარკირების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი უნდა მოხმარდეს ქვეითთა, ველო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირობების გაუმჯობესებას.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.