პარკირების თემა გადაცემაში „ჩემი პატარა ქალაქი“

ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში, გადაცემის „ჩემი პატარა ქალაქი“ მთავარი თემა ქალაქ თბილისში არსებული პარკირების პრობლემა იყო. გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია გახლდათ.

გადაცემის მსვლელობისას სტუმრებმა განიხილეს გზებზე არსებული მდგომარეობა, მერიისა და საკრებულოს მუშაობა სატრანსპორტო პარკირების პოლიტიკის კუთხით. გადაცემაში ნაჩვენები იყო სიუჟეტი, სადაც მკაფიოდ იყო გამოკვეთილი ქალაქში არსებული მანქანების მზრდადი რაოდენობისგან გამოწვეული პარკირების პრობლემა, ტროტუარზე დაპარკინგებული ავტომობილები და ფეხითმოსიარულეების შეზღუდული საგზაო გარემო.

გადაცემის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

http://www.myvideo.ge/v/2827682niusis

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.