მეორე გლობალური საგზაო უსაფრთხოების კვირეული

ფონდიპარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვისშეუერთდა მეორე გლობალურ საგზაო უსაფრთხოების კვირეულს, რომელიც მიზნად ისახავს საგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ფეხითმოსიარულეთა და ბავშვების მზრდადი რაოდენობის შემცირებას. კვირეულის ფარგლებში, საქართველოში დაიგეგმა ფეხით მსვლელობა ოთხი ქალაქისა (თბილისი, ბათუმი, თელავი, რუსთავი) და სამ მუნიციპალიტეტის (მუხრანი, ნინოწმინდა და ლაგოდეხი) ცენტრალურ და დასახლებულ ქუჩებში. კამპანიის სლოგანი იყოჩვენი მიზანია უსაფრთხო გზა ყველასთვის“, მსვლელობის მონაწილეებს სპეციალური მაისურები ეცვათ, რომელზეც სხვადასხვა მესიჯები იყო დატანებული: „მე ვარ ფეხითმოსიარულე...“, „მე ფეხით დავდივარ...“. მონაწილეები მძღოლებს, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს და საგზაო პოლიციის წარმომადგენლებს პატივი სცენ ფეხითმოსიარულეებისა და ბავშვების საგზაო უფლებებს. გარდა ამისა, მონაწილეები მოითხოვდნენ უფრო მეტი ფეხითმოსიარულეთა ბილიკის, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების შექმნას, სიჩქარის შემზღუდავისა და სიჩქარის მაჩვენებელი კამერების დამონტაჟებას, განსაკუთრებით კი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. კვირეული განხორციელდა გაეროს მეორე გლობალური კვირეულის ფარგლებში.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.