მაღალი დონის შეხვედრა უსაფრთხო ავტოპარკსა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, EASST-ისა  და ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“  მხარდაჭერით  განხორციელდა პროექტი „საქართველო: უსაფრთხო ავტოპარკი და ნარჩენების მართვა“. პროექტი მიზნად ისახავს საგზაო უსაფრთხოებისა და ნარჩენების მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებული ხედვის ჩამოყალიბებას საქართველოში მოქმედი ყველა ტიპის ორგანიზაციისთვის, ასევე, სახელმწიფო და კერძო კომპანიების, ორგანიზაციების ჩართვას და მათ მიერ ვალდებულებების აღებას ამ სფეროში.  

პროექტის ფარგლებში  გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა უსაფრთხო ავტოპარკსა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიდი ბრიტანეთის ელჩი, უსაფრთხო ტრანსპორტის და ნარჩენების მართვის ექსპერტები საქართველოდან და დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოს სატრანსპორტო სექტორის საჯარო და კერძო ორგანიზაციების, სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.