ლორდი დაბსი მიმართვა საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ

7 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საგზაო უსაფრთხოების სფეროში რეგიონული თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ლორდი დაბსი.

ლორდმა დაბსმა ისაუბრა საგზაო  უსაფრთხოების მნიშვნელობასა და საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის მასშტაბებზე. ასევე, აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთობლივი და ეფექტური მუშაობა საგზაო საფრთხეების შესამცირებლად და ამ კუთხით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების საჭიროება. მან მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციებსა და დონორებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

შეხვედრა ბრიტანული ორგანიზაციის „აღმოსავლეთის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისათვის“ (EASST), ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ორგანიზებით გაიმართა.

 https://www.youtube.com/watch?v=B0g9H1T6eCc
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.