ლორდ ჯორჯ რობერტსონის მისალოცი წერილი

ლორდმა ჯორჯ რობერტსონმა, რომელიც აქტიურად არის ჩართული საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კამპანიებში,  გამოგზავნა მილოცვის წერილები საქართველოს პირველი ლედის, ვიცე-სპიკერის და შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე. ლორდი რობერტსონი აღნიშნავს მათ ღვაწლს უსაფრთხოების ღვედების გამოყენების კანონის შემოღების საქმეში. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საგზაო უსაფრთხოების მოძრაობის განვითარების კუთხით საქართველო ბევრი ქვეყნისთვის მისაბაძი და სამაგალითოა.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.