კონფერენცია თემაზე „საწვავის ხარისხისა და საავტომობილო პარკის სფეროში არსებული ვითარების მიმოხილვა“

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია  თემაზე „საწვავის ხარისხისა და საავტომობილო პარკის სფეროში არსებული ვითარების მიმოხილვა“. კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის წარმომადგენლები - ირაკლი იზორია, მარიამ კუკავა, ანა შენგელია. მათ ისაუბრეს არსებულ მდგომარეობაზე, გამოკვეთეს პრიორიტეტული პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის გზები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საწვავის ხარისხის საკითხს საქართველოში - არსებულ სტანდარტებს, სტანდარტების შესაბამისობის დადგენის მექანიზმებს, საკანონმდებლო ხარვეზებს, ავტოპარკის განახლების მნიშვნელობის საკითხებს.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.