კვლევის „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია

30 სექტემბერს, ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და „CRRC-საქართველომ“ ერთობლივი კვლევის - „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო,  არასამთავრობო, კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და CRRC-საქართველოს წარმომადგენლები დამსწრეების წინაშე ორი მოხსენებით წარდგნენ, მათშორის: 1. საქალაქთაშორისო  გადაადგილება საქართველოში: მძღოლების, ავტოსადგურის ადმინისტრაციისა და მგზავრების შეხედულებები;  2. საქალაქთაშორისო გადაადგილება საქართველოში: ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ანალიზი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა კი, ისაუბრა საქართველოს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ.

კვლევის მიზანია ქვეყანაში არსებული  საქალაქთაშორისო სატრანსპორტო გადაყვანების სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის შესწავლა, სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციებისა და მოვალეობების გაცნობა, დაინტერესებული მხარეების გამოკვეთა და ამ სფეროს გასაუმჯობესებლად შესაბამისი  რეკომენდაციების შეთავაზება. აღნიშნული კვლევახორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. 
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.