კამპანია შეანელე ი. ვეკუას სახელობის N42 საჯარო სკოლაში

 6 ნოემბერს, „ქართული ავტოსპორტი საგზაო უსაფრთხოებისათვის - კამპანია შეანელეს“ ფარგლებში, ი. ვეკუას სახელობის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საგზაო წესების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების“ წარმომადგენელი.

საინტერესოდ წარიმართა დისკუსია მოსწავლეებთან. მათ ერთმანეთს გაუზიარეს საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული პირადი გამოცდილება, ფონდის წარმომადგენელთან ერთად ისაუბრეს სხვადასხვა სიტუაციაში როგორ შეიძლება მოიქცეს მძღოლი და ფეხით მოსიარულე. 

  

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.