კამპანია „გავხადოთ ჩვენი გზა მეგობრული“

კამპანია "გავხადოთ ჩვენი გზა მეგობრული“ აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს ქვემო ქართლის რეგიონში არსებულ სკოლებში. ფონდის წარმომადგენლებმა N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საგზაო უსაფრთხოების ტრენინგი ჩაუტარეს და საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვისაკენ მოუწოდეს.

კამპანიის ფარგლებში, ბავშვებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები, სახელმძღვანელოებიდაამრეკლისაშუალებებიუსაფრთხოდგადასაადგილებლად.

კამპანიას "გავხადოთ ჩვენი გზა მეგობრული“ ახორციელებს "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" და „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.