კამპანია “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში

28 აპრილს, ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემის „თქვენი დრო“ მთავარი თემა ცენტრალურ ჩქაროსნულ მაგისტრალზე მიმდინარე მშენებლობა და მასზე არსებული საგზაო უსაფრთხოების კამპანია “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“  გახლდათ. გადაცემას  ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხერგიანი სტუმრობდა.

გადაცემის მსვლელობისას, სტუმრებმა ისაუბრა ცენტრალური ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე, ქვეყნისთვის მისი მშენებლობის მნიშვნელობასა და საგზაო უსაფრთხოების პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია E-60 თბილისი-ფოთი გზის მიმდებარე მაგისტრალზე“  ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. კამპანიის “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“  მიზანია E-60 თბილისი-ფოთი გზის მიმდებარე მაგისტრალზე საგზაო ავარიების შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანების რიცხვის შემცირება.

კამპანია “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“  ხორციელდება პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია E-60 თბილისი-ფოთი გზის მიმდებარე მაგისტრალზე“   ფარგლებში ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო დეპარტამენტის დაკვეთით. პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ.

გადაცემის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://www.youtube.com/watch?v=-rmXpvekHFc&feature=youtu.be


 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.