კამპანია “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ “რადიო 1“-ის ეთერში

25 აპრილს, „რადიო 1“-ის დილის გადაცემის მთავარი თემა ცენტრალურ ჩქაროსნულ მაგისტრალზე მიმდინარე მშენებლობა და მასზე არსებული საგზაო უსაფრთხოების კამპანია “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“  გახლდათ. გადაცემას  ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა სტუმრობდა.

გადაცემის მსვლელობისას, გელა კვაშილავამ ისაუბრა ცენტრალური ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე, ქვეყნისთვის მისი მშენებლობის მნიშვნელობასა და საგზაო უსაფრთხოების პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია E-60 თბილისი-ფოთი გზის მიმდებარე მაგისტრალზე“  ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. კამპანიის “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“  მიზანია E-60 თბილისი-ფოთი გზის მიმდებარე მაგისტრალზე საგზაო ავარიების შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანების რიცხვის შემცირება.

კამპანია “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“  ხორციელდება პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია E-60 თბილისი-ფოთი გზის მიმდებარე მაგისტრალზე“   ფარგლებში ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო დეპარტამენტის დაკვეთით. პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ.

გადაცემის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
 
https://www.youtube.com/watch?v=9_p5s3QUu1k  

http://radio1.ge/ge/videos/view/162541.html

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.