კამპანია „დავიცვათ ბავშვების სიცოცხლე“ სკოლა „სხივში“

8 აპრილს, სკოლა „სხივის“ მოსწავლეები და მასწავლებლები ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  ორგანიზებით გლობალურ კამპანიას „დავიცვათ ბავშვების სიცოცხლე“ შეურთდა. სკოლის მოსწავლეებმა სპეციალურად გამზადებულ ბანერებზე დააფიქსირეს საკუთარი მოთხოვნა, რომელიც უფროსებს ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს.

გლობალური კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოს ბავშვები და ახალგაზრდები უფროსებს მოუწოდებენ დაიცვან საგზაო წესები, ხოლო სახელმწიფოს ლიდერებს სთხოვენ შექმნან ისეთი საგზაო პირობები, რომელიც მათ უსაფრთხო მოძრაობას  უზრუნველჰყოფს. მსოფლიოს ბავშვები  ერთ ვებ-გვერდზე www.savekidslives2015.org გაერთიანდნენ, სადაც საკუთარ ხელმოწერასა და მოთხოვნას ფოტოს ან ვიდეო სახით აფიქსირებენ.

2014 წელს, საქართველოში 21 16-წლამდე ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო 839 დაშავდა საგზაო შემთხვევის შედეგად. იმისათვის, რომ ეს რიცხვი შემცირდეს და დავიცვათ ბავშვები საქართველოს გზებზე, გლობალურ კამპანიაში ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ აქტიურადაა ჩართული.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.