კამპანია „შეანელე“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

14 ნოემბერს, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებში დაშავებულთა და  დაღუპულთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დამფუძნებელმა, გელა კვაშილავამ, გამართა პრეზენტაცია თემაზე:  შეანელე, გზა დაუთმე ქვეითს!

2009 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, გაერო-ს რეზოლუციაზე დაყრდნობით, ყოველი წლის ნოემბრის თვის მესამე კვირა დღე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა დღედ გამოაცხადა.

 

პრეზენტაციის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საქართველოს გზებზე არსებული მაღალი ტრავმებისა და ფატალური შემთხვევების მიზეზებზე და მათი გადაჭრის გზებზე ახალგაზრდებთან დიალოგი. სტუდენტების მხრიდან აღნიშნული თემების მიმართ დაიანტერესება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მათ მიერ ახალი სტუდენტური კლუბის დაფუძნების გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. კლუბის კოორდინირებულ მუშაობს ხელს შეუწყობს ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”.
საჭიროა საზოგადოების ყველა ჯგუფის მედიის, ბიზნესის, ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჯანდაცვის სფეროს წარმომადენლების გააქტიურება და ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედება საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად, რათა შემცირდეს ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა  რაოდენობა.

 
 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.