კამპანია „სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“ ფოთში

16 ივლისს, ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ „სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“ პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა ფოთის ახალგაზრდულ საბჭოს წევრებთან. უახლოეს პერიოდში ქალაქ ფოთში დამონტაჟდება ჰაერის ხარისხის გამზომი სენსორი. ფოთის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე განიხილეს ფოთში ჰაერის ხარისხის დაბინძურების პრობლემები და აგვისტოსთვის დაიგეგმა კამპანია „მწვანე საათი ფოთში“, რომელსაც შემოუერთდება ახალგაზრდული საბჭოს პარტნიორები შვედეთიდან.

პროექტი „სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში“ ფონდისა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და პარტნიორი ორგანიზაციების „ელვა“ და „ეკო ვიჟენის“ ერთობილივი თანამშრომლობით ხორციელდება.  

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.