ირაკლი იზორია და გიორგი ბაბუნაშვილი მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოებაზე

რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ირაკლი იზორია, ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი და გიორგი ბაბუნაშვილი, "CRRC-საქართველოს" მკვლევარი. მათ ილაპარაკეს მგზავრების უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობებზე საქართველოში. გამოკვლევის ფარგლებში შეისწავლეს საკითხის სამართლებრივ-ინსტიტუციური საფუძვლები. ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თავის პარტნიორ ორგანიზაცია "CRRC - საქართველოსთან" ერთად გამოიკვლია მგზავრების, მძღოლების, ავტოსადგურების ადმინისტრაციების შეხედულებები და შეფასებები. "დილის საუბრების" სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ხარვეზები, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას ბევრი მგზავრის მიერ მწვავედ არ აღიქმება და მათი ნაწილი პრობლემად არ აღიქვამს, მაგალითად, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას.

http://www.radiotavisupleba.ge/a/saubari-irakli-izoriastan-da-giorgi-babunashviltan/28401838.html

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.