ვიზიტი ესტონეთში

ესტონეთის მხარის ინიციატივითა და მოწვევით, დელეგაცია საქართველოდან 21 სექტებრიდან 27 სექტემბრამდე სტუმრობდა ქალაქ ტარტუს, სადაც მასპინძელ მხარეს წარმოადგინა წარმოადგინა ამავე ქალაქის პრეფექტურა.

ჩვენი მხრიდან მიწვეულები იყვნენ: არასამთავრობო ორგანიზაციის ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, საქართველოს საპატრულო პოლიციის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციას საქართველოდან ჰქონდა საშუალება გაცნობოდა ადგილობრივ პოლიციას და მის მუშაობას. შეხვედრების ძირითადი თემა იყო საგზაო უსაფრთხოებაში არსებული პრობლემები და მასთან ბრძოლის ეფექტური საშუალებები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი თვიდან ესტონეთის მხარის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში განხორციელდება პროექტი: ,,შუქამრეკლების პოპულარიზაცია საქართველოში“. საპილოტე პროექტი განხორციელდება 6 თვის განმავლობაში თბილისის მასშტაბით 5 საჯარო სკოლაში.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.