ველობილიკების განვითარება, არსებული რელობა და გამოწვევები

ფონდის "პარტნიორობა საგზო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი, ირაკლი იზორია  გადაცემა "განთიადის" სტუმარი იყო ტელეარხ ერთსულოვნებაზე. გადაცემის მთავარი თემა ველობილიკების განვითარებას, არსებულ რეალობასა და გამოწვევებს უკავშირდებოდა. ირაკლი იზორიამ ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობაზე ამ მიმართულებით - კვლევებსა და კამპანიებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ველოსიპედის, როგორც სატრანსპორტო საშუალების პოპულარიზაციას. მან არსებულ რეალობაზე, გამოწვევებზე და ამ გამოწვევების აღმოფხვრის გზებზეც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა გზის ყველა მომხმარებლების ცნობიერების მნიშვნელობაზე ამ მიმართულებით, უსაფრთხოების ელემენტებზე.

https://www.youtube.com/watch?v=xuH65chRCpg&t=333s

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.