ველო მსვლელობა თბილისში

„თბილისის ველომოყვარულთა კლუბის“ და ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ორგანიზებით მოეწყო ველომსვლელობა რუსთაველის გამზირიდან პეკინის გამზირის მიმართულებით. მსვლელობის მიზანი გახლდათ ველო პოპულარიზაცია საქართველოში.

მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ორგანიზაციისა და ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლებმა, აგრეთვე მოქალაქეებმა და ახალგაზრდებმა. მსვლელობის დროს დარიგდა სპეციალური ფლაერები რჩევებით ველოსიპედით უსაფრთხო გადაადგილების შესახებ და ველოსიპედის სტიკერები. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.