ველო მსვლელობა თბილისში სანტას ფორმებით

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და „თბილისის ველომოყვარულთა კლუბის“ ორგანიზებით, 25 დეკემბერს ვარდების რევოლუციის მოედნიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ  ველო მსვლელობა მოეწყო, სადაც მონაწილეობა მიიღეს თბილისის ველომოყვარულებმა.

სანტას ფორმაში გამოწყობილმა ველომოყვარულებმა სტუდენტებსა და ქვეითებს დაურიგეს საინფორმაციო  ბროშურები ველოსიპედის, როგორც ტრანსპორტის სახეობის შესახებ, ასევე გადასცეს სპეციალური სტიკერები და ტკბილეული.

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და „თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“ ახორციელებს ერთობლივ პროექტს „ველო მარგია, ველო კარგია!" ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით, რომლის მიზანია ველოსიპედის, როგორც ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობის პოპულარიზაცია.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.