ეროვნული მდგრადი ურბანული ტრანსპორტის პოლიტიკის სამუშაო შეხვედრა

28 თებერვალს, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში (თბილისი), პროექტის „მწვანე ქალაქები: ინტეგრირებული მდგრადი ტრანსპორტი ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გიგლა აგულაშვილი (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი), ირაკლი ლექვინაძე (ქალაქ თბილისის ვიცე-მერი), ნილს სკოტი (გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში), საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედია და დაინტერესებული პირები.

შეხვედრა შედგებოდა ორ სესიად. შეხვედრის მთავრი გამომსვლელები იყვნენ გიგლა აგულაშვილი (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი), ნილს სკოტი (გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში), ლაშა ნაკაშიძე (პროექტის „მწვანე ქალაქები“, ხელმძღვანელი), ტონი ბოში (MOVE Mobility), გელა კვაშილავა (პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის) და ირაკლი სამხარაძე (მთავარი ეროვნული მრჩეველი).

 პროექტი „მწვანე ქალაქები: ინტეგრირებული მდგრადი ტრანსპორტი ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“ ხორციელდება გაეროს  განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მდგრადი და ინტეგრირებული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემების განვითარება და მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოყალიბება.   

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.