ეროვნული მდგრადი ურბანული ტრანსპორტის პოლიტიკის სამუშაო შეხვედრა III

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ (თბილისი), პროექტის „მწვანე ქალაქები: ინტეგრირებული მდგრადი ტრანსპორტი ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“ ფარგლებში მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედია და დაინტერესებული პირები.

შეხვედრა შედგებოდა ორ სესიად. შეხვედრის მთავრმა გამომსვლელებმა გელა კვაშილავა (პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის) და ირაკლი სამხარაძე (მთავარი ეროვნული მრჩეველი) დამსწრეებს პროექტის არსებული შედეგები და რეკომენდაციები გააცნეს.

 პროექტი „მწვანე ქალაქები: ინტეგრირებული მდგრადი ტრანსპორტი ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“ ხორციელდება გაეროს  განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მდგრადი და ინტეგრირებული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემების განვითარება და მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოყალიბება. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.