ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლის პროცედურა საქართველოს პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მიმდინარეობს ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლის პროცედურა, რაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებს ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“. ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია სხვა ელექტროძრავიან ტრანსპორტთან ერთად, ელექტროძრავიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას უკავშირდება, რომელიც დიდი უპირატესობით სარგებლობს როგორც ეკოლოგიური მაჩვენებლით, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და ენერგოეფექტური ტრანსპორტირების სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.