ევროპული სტანდარტის საგზაო ნიშანი თბილისში

ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ პროექტის „მეგობრული გზების“ ფარგლებში მოწესრიგდა საგზაო ნიშნები თბილისში, ბაგებში, „ახალი სკოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ახალი საგზაო ნიშანი წარმოადგენს ევროპული სტანდარტის დიდი ზომის ნიშანს, რომელიც არის კარგად ხილვადი როგორც დღის, ისე ღამის საათებში. საგზაო ნიშანი გულისხმობს სიჩქარის შეზღუდვას  30კმ/სთ-მდე, რაც შეესაბამება სკოლის ზონის მსოფლიო სტანდარტებს.

მოგეხსენებათ, პროექტი „მეგობრული გზები“  გულისხმობს მოსახლეობიდან საგზაო საფრთხეების, ე.წ.  შავი წერტილების შესახებ ინფორმაციის მიღებას,  ონლაინ რუქაზე  (www.megobruligzebi.ge) ასახვას და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საგზაო უსაფრთხოების ადვოკატირების კამპანიის წარმოებას. 

ფონდი მომავალშიც გეგმავს ითანამშრომლოს თბილისის მერიასთან, რომელიც დაგვეხმარა აღნიშნული საგზაო ნიშნის მოწესრიგებაში.

პროექტი „მეგობრული გზები“ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოსა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.