დღე ავტომობილების გარეშე

“საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რომელთა შორის იყო „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, “სიდა”, “ეკოლოგიკა’, “ახალი საზოგადოება”, “იარე ფეხით” „ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით ველომარათონი გამართა.

მარათონი განხორციელდა ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტის (ACCESS) მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოში გაერო-ს მუდმივი წარმომადგენლობის დაფინანსებით.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თბილისის მერმა, საჯარო, კერძო, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. საერთაშორისო თარიღი მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.