დაიბეჭდა სტატია "ერთად გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე გზებზე!"

ჟურნალმა "მაუწყებელი" დაბეჭდა სტატია "ერთად გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე გზებზე!". ჟურნალის ბოლო ნომრის ერთი მთლიანი გვერდი დაეთმო საგზაო უსაფრთხოების, კერძოდ, ბავშვების უსაფრთხოების პრობლემებს საქართველოსა და მსოფლიოში.
სტატიაში მოოთხრობილია მცირე ინფორმაცია ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" შესახებ, სტატისტიკური მონაცემები საქართველოს გზებზე დაშავებული და დაღუპული ბავშვების შესახებ, ასევე, მოცემულია რჩევები მშობლებისათვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საბავშვო სავარძლების გამოყენება, და როგორ უნდა შეირჩეს იგი ბავშვის წონისა და ასაკის მიხედვით. სტატია მოამზადა ფონდის წარმომადგენელმა.
ჟურნალი "მაუწყებელი" გახდა ფონდის ახალი პარტნიორი. ფონდი მის პარტნიორ პრესის წამომდგენელთან ერთად გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას მომავალში.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.