გორი - სუფთა და უსაფრთხო ქალაქი

22 იანვარს, ქალაქ გორში საგზაო უსაფრთხოების შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენლები, ქალაქ გორის მერი და ახალგაზრდული ორგანიზაცია „დროას“ წევრები. შეხვედრაზე განიხილეს და ხელი მოაწერეს მემორანდუმს პროექტის „გორი - სუფთა და უსაფრთხო ქალაქი“ შესახებ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა თანამშრომლობის დაწყებასა და პროექტის ფარგლებში სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვას, რათა მოხდეს გორში საგზაო უსაფრთხოებისა და სისუფთავის პოპულარიზაცია. ფონდის „პარტნიორობა საზგაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელმა გელა კვაშილავამ წარადგინა პრეზენტაიცა მდგრადი ტრანსპორტის განვითარების შესახებ, რასაც მოჰყვა საგზაო უსაფრთხოების საკითხებისა და ამ კუთხით გორში არსებული პრობლემების განხილვა.

 https://www.youtube.com/watch?v=pTunxw56uFM
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.