გზაზე სიკვდილიანობის მხრივ, საქართველო ლიდერია ევროპის ქვეყნებს შორის.

ავარიების რაოდენობა 40 პროცენტით გაიზარდა

(პრაიმ-ნიუსი) საქართველოს ავტომაგისტრალებზე ავარიების რაოდენობამ 40%-ით მოიმატა. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 2004 წელს საქართველოში 2 936 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც 2003 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 823 ერთეულით მეტია.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მონაცემებით, საგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 637 (2003 წელს - 572) და დაშავდა 4069 ადამიანი (2003 წელს - 2585).

ტრასებზე მოხდა 597 ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგად დაიღუპა 250 და დაშავდა 978 ადამიანი, დასახლებულ პუნქტებში კი 2339 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 387 და დაშავდა 3091 ადამიანი. გასული წლის განმავლობაში ფეხით მოსიარულეთაგან ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 226 და დაშავდა 1245 ადამიანი.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, ქვეყნის გზებზესაგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია გასულ წელთან შედარებით. ასემაგალითად, თუ გასული წლის პირველ კვარტალში მოხდა 1251 ავარია, მიმდინარე წლისანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი შემცირდა 1212 შემთხვევამდე. 2009 წლის მეორე კვარტალშიამავე მაჩვენებელმა შეადგინა 2808 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, მაშინ როცა მიმდინარე წლისანალოგიურ პერიოდში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა 184-ით შემცირდა.
სულ გასულ წელს საქართველოს გზებზე მოხდა 6015 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რისშედეგადაც დაზარალდა 9063 ადამიანი, ხოლო 867 ადამიანისთვის ეს ავტოსაგზაო შემთხვევებისასიკვდილო შედეგით დასრულდა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სასიკვდილო ავარიების რაოდენობა გასული წლისანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9-ით შემცირდა და 141 შეადგინა. 2008 წლის პირველინახევრის შესაბამისმა მაჩვენებელმა შეადგინა 390, ხოლო 2009 წლის პირველ ნახევარში - 345ადამიანი.
ასევე შემცირდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობაც. თუკიგასული წლის პირველ ნახევარში ავტოსაგზაო ავარიების შედეგად 4208 ადამიანი დაშავდა, 2009წლის პირველ ნახევარში შესაბამისმა მაჩვენებელმა 3976 ადამიანი შეადგინა.
ექსპერტთა აზრით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და ავარიების მსხვერპლთარაოდენობის შემცირებაში არც თუ ისე უმნიშვნელო ადგილი უკავია საქართველოს ტერიტორიაზესაგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. 

10:31 08.05.10 - ავტოავარიაში ყოველ ექვს წამში ერთი ადამიანი იღუპება
[გეგა ბერიძე]
მსოფლიოში ყოველ ექვს წამში ავტოავარიაში ერთი ადამიანი იღუპება. ამ შემზარავ საერთაშორისო სტატისტიკაში „დიდი წვლილი" საქართველოსაც შეაქვს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში მორიგ ავტოავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა.

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე, სოფელ პატარძეულთან ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც 5 მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

რადიო „ჰერეთის" ინფორმაციით, „ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილი თბილისიდან მიმავალ „ოპელს" შეეჯახა. „ოპელის" 5 და „ფოლკსვაგენის" 2 მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.

„ოპელს" „,ხალხის პარტიის" თელავის რაიონული ორგანიზაციის წევრი ზურაბ ირომაშვილი მართავდა. „ხალხის პარტიის" წევრები: ზურაბ ირომაშვილი და მისი დედა - ეთერ ირომაშვილი, ასევე, სამი სხვა თელაველი, თბილისიდან თელავის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, როდესაც მათ ავტომობილს საპირისპიროდ მოძრავი „ფოლკსვაგენის" მარკის ავტომანქანა შეეჯეხა.

გარდაცვლილები საგარეჯოს პროზექტურაში გადაასვენეს. ცხედრები უკვე თელავში გადაასვენეს.

ამ ფონზე გთავაზობთ საქართველოში ბოლო წლების ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკას: 2113 (2003 წ.), 2936 (2004 წ.), 3870(2005 წ.), 4795(2006 წ.), 4946 (2007წ.), 6015 (2008 წ.).

დაშავებულები: 2585 (2003 წ.), 4069(2004 წ.), 5546(2005 წ.), 7084 (2006 წ.), 7349(2007წ.), 9063 (2008 წ.). აქ ზრდა სრულიად აშკარაა წლების მიხედვით, სამჯერ ზრდა 2003 - დან 2008 - მდე!

სიკვდილიანობა: 2004 წლიდან ხდება რაოდენობის აშკარა ზრდა. 2001-2003 წლებში მანქანების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, მაგრამ 2004 წლიდან სიკდილიანობის ნახტომისებური ზრდა იწყება: 2001წ. - 300, 2002წ. - 267, 2003წ. - 308, 2004წ. - 385, 2005წ. - 445, 2006წ. - 499, 2007წ. - 511, 2008წ. - 551.

მსუბუქი ავტოპარკის მოცულობა: 2003წ. - 252, 2004წ. - 255, 2007წ. - 416, 2008წ. - 467 ათასი.

კარგად ნაცნობ პრობლემატიკასთან ერთად, დღესდღეობით ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას ღვედების არგამოყენების საკითხი წარმოადგენს. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად (სარეკლამო აქციები, ჯარიმა) მძღოლების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა არ მოიხმარს ღვედს ქალაქში მოძრაობის დროს. ხოლო ავტომაგისტრალზე - მხოლოდ მცირე ნაწილი.

არსებული სტატისტიკის მიხედვით, უსაფრთხოების ღვედი მნიშვნელოვან წილად ამცირებს ავტოსაგზაო ინციდენტის დროს სიკვდილიანობის შემთხვევებს.

მეტი ინფორმირებულობის მიზნით, განიხილება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ქვეყნის სტატისტიკური მონაცემები.

გთავაზობთ ამ კუთხით აშშ-ს სტატისტიკურ მონაცემებს (James Madison University):სტატისტიკა აჩვენებს, რომ ავტოავარიაში დაღუპულთა 63%-ს არ ეკეთა ღვედი. უსაფრთხოების ღვედები დღესდღეობით არის თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება. ამერიკაში ახლაც კი მხოლოდ 68% იყენებს ღვედს.

იმ შემთხვევაში თუ ყველა გამოიყენებს ღვედს, ყოველწლიურად 5500 სიცოცხლე -დაღუპვისაგან, ხოლო 132 000 - მძიმე დაზიანებებისაგან გადარჩება. ყოველ წელს, დაახლოებით 35 ათასი ადამიანი იღუპება ავტოავარიაში, აქედან 50% გადარჩებოდა, ღვედი რომ კეთებოდათ. 17 ათასზე მეტი ადამიანი დაცული იქნებოდა ყოველ წელს უსაფრთხოების ღვედის გამოყენებით.

რაც შეეხება საერთაშორისო სტატისტიკურ მონაცემებს:

უსაფრთხოების ღვედის გამოყენება 50% ამცირებს სერიოზული საგზაო დაზიანების რიცხვს, ხოლო დაღუპვის შემთხვევას 60-70%-ით. მაქსიმალური უსაფრთხოებისათვის ღვედი უნდა იქნეს გამოყენებული ნებისმიერი დისტანციისა და სიჩქარის დროს, რადგან ავტოკატასტროფაში დაღუპულთა და დაშავებულთა 75% სახლიდან 25 კილომეტრის რადიუსში იმყოფებოდა.

ავტოკატასტროფაში დაშავებულთა ნახევარზე მეტი 60 კმ/სთ და ნაკლები სიჩქარით მოძრაობდა. ავტოკატასტროფაში მძღოლის დაღუპვის შესაძლებლობა 25 ჯერ მეტია ღვედის არ გამოყენების შემთხვევაში, როდესაც იგი მანქანიდან ვარდება.

ეს სტატისტიკა შესაბამის ყურადღებას ალბათ იმსახურებს.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.