გელა კვაშილავა საგზაო უსაფრთხოების მართვის სამუშაო შეხვედრას დაესწრო

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ საბჭოს თავმჯდომარე გელა კვაშილავა საგზაო უსაფრთხოების მართვის სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელიც შვეიცარიის დედაქალაქ ჟენევაში გაიმართა. სამუშაო შეხვედრის მიზანი გახლდათ ძირითადი ინფორმაციის, საუკეთესო გამოცდილებისა და პრიორიტეტების გაზიარება საქართველოს მთავრობისა და დაინტერესებული მხარეებისთვის.

სამუშაო შეხვედრა შედგა ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარლებში, სადაც გაჟღერდა რეკომენდაციები საგზაო უსაფრთხოების გეგმის ირგვლივ. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რაც მოცემულია საგზაო უსაფრთხოების განსახორციელებელ პოლიტიკის გეგმაში, მათ შორის გაეროს სამართლებრივი ინსტრუმენტების განხორცილება საგზაო უსაფრთხოების კუთხით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.