გელა კვაშილავა საგზაო უსაფრთხოების აუდიტის შესახებ აჭარის ტელევიზიაზე

ფონდის დამფუძნებელი, გელა კვაშილავა აჭარის ტელევიზიის გადაცემა „მთავარს“ სტუმარობდა. გადაცემის მთავარი თემა იყო საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობის სახელმწიფო აუდიტის ანგარიში. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოცემულ ანგარიშში ასახულ იქნა ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ მიწოდებული რეკომენდაციებიც.

გელა კვაშილავამ ისაუბრა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე საგაზო უსაფრთხოების კუთხით. ხაზი გაუსვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სიჩქარის მენეჯმენტი, კოორდინაცია სხვადასხვა უწყებებს შორის, ფინანსური რესურსების მართვას, საგზაო ინფრასტრუქტურას. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ხარვეზების აღმოფხვრა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და გაცვლის კუთხით, რაც საშუალებას არ იძლევა მოხდეს შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.