გელა კვაშილავა ალინსის საბჭოში აირჩიეს

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავჯდომარე გელა კვაშილავა „არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალური ალიანსის საგზაო უსაფრთხოებისთვის (ალიანსის)“ საბჭოს წევრად აირჩიეს. მას სხვადასხვა ქვეყნის 70-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი. არჩევნები მერაბიშვილი საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალურ შეხვედრის დროს, მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში გაიმართა.    

 „არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალური ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის (ალიანსი)“ 2012 წელს დაფუძნდა, რომლის წევრი 180-ზე მეტი ორგანიზაციაა მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან. საქართველო და ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ალიანსის წევრი 2013 წელს გახდა. 
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.