გაეროს ღონისძიება "უსაფრთხო და მდგრადი მობილობა ბავშვებისთვის გლობალურ მიზნებში"

2016 წლის 13 ივლისს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ფონდის საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ფონდის  თანაორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება თემაზე - “Safe and Sustainable Mobility for Children in the Global Goals”. ღონისძიება, ნიუ-იორკში მიმდინარე მდგრადი განვითარების შესახებ მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLFP) ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში მთავრობის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა გაეროს ინსტიტუტებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების, ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული მსხვერპლისა და ასევე, ჰაერის დაბინძურების შემცირების თემაზე იმსჯელეს. თანაორგანიზატორებთან ერთად, ღონისძიების ძირითად მომხსენებლებსა და პანელისტებს შორის იყვნენ გაეროსთან ბრაზილიის, ინდონეზიის, ომანის მისიების, ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგნანიზაციის (WHO), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და არასამთავრობო ორგანიზაციების - „World Resources Institute“, „Save the Children“, „Eastern Alliance for Safe and Sustainable Transport“ „Transportation Alternatives“ და „ ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” - წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სიღარიბის შემცირების, ჯანმრთელობისა და მობილურობის გაუმჯობესების კუთხით, უსაფრთხო გზების მნიშვნელობას და მის მნიშვნელოვან როლს მდგრადი განვითარების ახალი დღის წესრიგის ფუძემდებლური პრინციპის შესრულების პროცესში. აღინიშნა, რომ საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მნიშვნელობის გათვალისწინებით, საგზაო უსაფრთხოებასა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები, ქართულმა მხარემ მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონის მიზნებში შეიტანა.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.