ბავშვთა უსაფრთხოება

ავტო საგზაო შემთხვევისას არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ბავშვი გადმოვარდეს მანქანიდან, რაც ზრდის დაშავების რისკს მაქსულალურ ზღვარამდე, ხოლო ეს რომ თავიდან ავიცილოთ საჭიროა სწორად გამოვიყენოთ ბავშვთა უსაფრთხოების სავარძელი და ღვედი. სამწუხაროდ 10 დან 7 ღვედი არ არის მართებულად გამოყენებული, რამაც შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.


რამდენიმე რჩევა ბავშვთა უსაფრთხოებაზე მანქანით მგზავრობისას:
13 წლამდე ბავშვი ყოველთვის უნდა იჯდეს მანქანაში უკანა სავარძელზე;
არ გამოიყენოთ ბავშვთა უსაფრთხოების სავარძელი 6 წლის შემდეგ, რადგან მისი ვარგისიანობის ვადა უკვე გასულია;
არ შეიძინოთ ბავშვთა უსაფრთხოების სავარძელი თუ მასზე არაა ნაჩვენები გამოშვების თარიღი;
არ გამოიყენოთ მეორადი ბავშვთა უსაფრთხოების სავარძელი, რადგან ავტო-საგზაო შემთხვევის შემდეგ იგი კარგავს თავის პირველად დანიშნულებას;
უსაფრთხოების სავარძელი შეარჩიეთ ბავშვის წონის და ასაკის მიხედვით, ამისათვის კარგად გაეცანით ზემოხსენებულ სავარძელზე მოცემულ ინსტრუქციას;
ერთ წლამდე ბავშვი ყოველთვის უნდა იყოს მოთავსებული მანქანის უკანა სავარძეზლე და უნდა უყურებდეს მანქანას უკან და არა სახით წინ.
არავითარ შემთხვევაში არ დაისვათ მცირეწლოვანი ბავშვი მანქანის წინა სავარძელზე, რადგან ავარიის შედეგად გაშლილმა აირბაკმა შეიძლება მძიმედ დააშავოს ბავშვი;
როგორ დავარწმუნოთ ბავშვი, რომ მანქანით მგზავრობისას გამოიყენოს უსაფრთხოების ღვედი და სავარძელი?!
როდესაც მიდიხართ უსაფრთხოების სავარძლის საყიდლად წაიყვანეთ თქვენი ბავშვი და მიეცით მას საშუალება, რომ თვითონ აირჩიოს სავარძელი თავისი გემოვნებით;
არ შეაშინოთ ბავშვი საშიში ისტორიებით, უბრალოდ, აუხსენით მას უსაფრთხოების ღვედისა და სკამის გამოყენების მნიშვნელობა და აუცილებლობა.
წესად გაიხადეთ მანქანით მგზავრობისას უსაფრთხოების ღვედის შეკვრა, რადგან ბავშვმა აღიქვას ეს როგორც ნორმა, ამ შემთხვევაში იგი თვითონ, საკუთარი ინიციატივით შეიკრავს უსაფრთხოების ღვედს;
შეგიძლიათ ბავშვს მიაწოდოთ იდეა, რომ სახელი დაარქვას საკუთარ სავარძელს. ასე ის უფრო ბედნიერი და კმაყოფილი იქნება, რომ მის სკამს თავისივე შერჩეული სახელი ქვია;

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.