ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბავშვო საიტის Www.Kids.Police.Ge პრეზენტაცია გაიმართა

პირველ ივნისს, შსს მომსახურების სააგენტოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა საბავშვო საიტის www.kids.police.ge პრეზენტაცია. საიტი გათვლილია ორ ასაკობრივ ჯგუფზე და იგი  გასართობ-შემეცნებითი ხასიათისაა. ვებ გვერდზე განთავსებულია  სხვადასხვა სახის ინფორმაცია, თამაშები, კონკურსები და მიმდინარე  სიახლეები. საიტი ასევე   საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გაეცნონ პოლიციის სტრუქტურას, მუშაობის წესს და მოიპოვონ საინტერესო ინფორმაცია სამინისტროს  ისტორიის შესახებ.
პრეზენტაცია საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე სპეციალურად მოეწყო საგზაო უსაფრთხოების მოედანი, სადაც გაიმართა ველოსიპედებით შეჯიბრი მოსწავლეებს შორის, მათ  საგზაო ნიშნების წესების დაცვით, უნდა გადალახონ მოედნის ბარიერები და მიეღწიათ ფინიშამდე. ღონისძიების ბოლოს, გამარჯვებულებს სიმბოლურად, საჩუქრად გადაეცათ  ველოსიპედის მართვის მოწმობა.
აღნიშნული მოედანი მოეწყო ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დახმარებით. ფონდმა უზრუნველყო ხარმოდგენილი საგზაო ნიშნები, შუქნიშნები, ველოსიპედების მართვის მოწმობები და სხვა საგზაო ატრიბუტიკა.

პირველი არხი: http://www.myvideo.ge/?video_id=1734500
იმედი: http://www.myvideo.ge/?video_id=1743838
რუთავი 2: http://www.myvideo.ge/?video_id=1743841
მაესტრო: http://www.myvideo.ge/?video_id=1743840
TV9: http://www.myvideo.ge/?video_id=1743843

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.