ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - ,,დაიცავი ის ვინს დაუცველია“

პირველ ივნისს ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება, ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამართა აქცია სახელწოდებით: ,,დაიცავი ის ვინც დაუცველია“, რომლის ფარგლებში ქალაქ თბილისის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ამ დღეს დაბადებულ 12 ახალშობილს გადაეცათ სამგზავრო სავარძლები, ხოლო მათ მშობლებს სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტები. ასევე, მშობლებს განემარტათ თუ რა მნიშვნელობა აქვს და რატომ არის აუცილებელი მცირეწლოვანი ბავშვების მანქანით გადაყვანისას სპეციალური უსაფრთხოების სავარძლების გამოყენება.

ზემოხსენებულ ღონისძიებაზე, ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ახალშობილებს საჩუქრები გადასცეს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ, ასევე პროექტის ,,ალიანსი საქართველოს უსაფრთხო გზებისთვის“ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ღუდუშაურის კლინიკის დირექტორმა და მთავარმა ექიმმა ზაზა სინაურიძემ, ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა ბავშვთა უსაფრთხოებაზე და როგორც დიდი გამოცდილების მქონე ექიმმა აღნიშნა, რომ მცირეწლოვანი ბავშვების დაშავება ხშირ შემთხვევაში ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად ხდება. აქედან გამომდინარე, მშობლებს მოუწოდა საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვისაკენ, ხოლო ფონდის წარმომადგენლებს დიდი მადლობა გადაუხადა ფასიანი საჩუქრების გადაცემისთვის.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.