ახალი ცვლილებები ტექდათვალიერების პროცესში

რეზონანსის ინტერნეტგამოცემას ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა ესაუბრა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესში ცვლილებების შესახებ. მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, რომლებსაც ევროპული სტანდარტების შეუსაბამო ფარები ექნებათ, ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლიან, ასევე მოხდება იმ შემთხვევაშიც თუ მანქანას ათი  ან მეტი წლის საბურავები ექნება. ახალ რეგისტრირებულ ავტომობილებთან მიმართებით ჩნდება კატალიზატორის მოთხოვნა, უკვე ქვეყანაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი ეს ნორმა 2022 წელს ამოქმედდება. გელა კვაშილავა ცვლილებების ნაწილს დადებითად აფასებს, თუმცა მისი თქმით, ყველაზე არსებითი, კატალიზატორის მოთხოვნა იყო და მისი გადავადება ცალსახად ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება. 

http://www.resonancedaily.com/mobile/index.php?id_rub=3&id_artc=89894&fbclid=IwAR0TxFu5WgxNaC5piEgeHHXeCODru_dwwOxxbJQSGAOv4-GkYEAabjArXUU

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.