ახალი რეგულაციების განხილვა ტელეარხ ობიექტივზე

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია იყო გადაცემის „ობიექტივის დილა“ სტუმარი ტელეარხ ობიექტივზე. გადაცემის მთავარი თემა იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ახალი რეგულაციები და არსებული გამოწვევები. ირაკლი იზორიამ ისაუბრა მიმდინარე რეფორმებზე სატრანსპორტო კუთხით, მათ მნიშვნელობაზე. ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე როგორიცაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის გამოყოფილი საავტობუსო ზოლების მოწყობა და რეგულირება, ველო ტრანსპორტის განვითარება, მოპედებთან დაკავშირებული რეგულაციები, გართულებული მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდები, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმების მიმდინარეობა. ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე.

https://www.myvideo.ge/v/3799745

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.