აჭარის მაღალმთიანეთში საგზაო უსაფრთხოების ტრეინინგი დაიწყო

17 თებერვალს, ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“, საერთაშორისო ორგანიზაციასთან „ევროპის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის“  და კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიასთან“ ერთად, დაიწყო საგზაო უსაფრთხოების ტრეინინგები აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის.

ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ: ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, რესურსცენტრების წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, მოსწავლეები, პოლიციის თანამშომლები.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ტრენინგის ჩატარება საგზაო უსაფრთხოების ძირითად რისკ ფაქტორებზე, როგორიცაა: უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა, მაღალი სიჩქარით ავტომობილის მართვა, მობილური ტელეფონის გამოყენება მანქანის მართვის დროს, ქვეითების უსაფრთხოება, ფეხით მოსიარულეთა ინფორმირება, ნასვამობა, გადაღლილ მდგომარეობაში მანქანის მართვა, ბავშვთა უსაფრთხოება. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოზარდთა განათლებას და ჩართვას სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.