აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზაციის ახალგაზრდა წევრების შეხვედრა

31 ოქტომბერს, ქალაქ კიევში, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ პროქტების კოორდინატორი ლიკა მერაბიშვილი პირველ საორიენტაციო შეხვედრას დაესწრო, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნის 20-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამეზობლო განვითარების დირექტორმა ლოურენს მერედიტმა გახსნა.

შეხვედრას სომხეთის, აზერიბაიჯანის, ბელარუსიის, მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროგრამის მონაწილეების მომდევნო საქმიანობა მიმართული იქნება გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩართულობისკენ, მონიტორინგისა და ანალიზის განხორცილებისკენ.

პროგრამის მიზანია პროგრამის მონაწილეების ლიდერის უნარებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.