აქცია საგარეჯოს პატრიოტთა ბანაკში

ფონდმა (პსუ) 3 სექტემბერს, საგარეჯოს პატრიოტთა ბანაკში გამართა შეხვედრა მოზარდებთან, რომლის ფარგლებში მოხდა საგზაო უსაფრთხოების თემაზე შექმნილი საბავშვო ფილმის ,,ჩვენ ვიცავთ საგზაო წესებს“ პრეზენტაცია და მცირე დისკუსია საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე. ბავშვებმა საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულება გამოხატეს იმის შესახებ თუ რა სიტუაციებს აწყდებიან ყოველდღიურად ქუჩაში მოძრაობისას, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, როდესაც ქუჩაში გადაადგილდებიან და ა.შ.

პრეზენტაციას პატრიოტთა ბანაკში 120-მდე მოზარდი დაესწრო. მათ ფონდის წარმომადგენლებმა სხვადასხვა საჩუქრები გადასცეს.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.