აქცია აჭარაში

2011 წლის 14-15 აგვისტოს ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“  და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ აჭარაში ჩაატარა ერთობლივი აქცია. 14 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონში მყოფ უნარშეზღუდულ ბავშვებს დაურიგდათ ფონდის მიერ მომზადებული საჩუქრები და საინფორმაციო მასალები. 15 აგვისტოს ბათუმში  გაიმართა საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი ქუჩის აქცია. წითელი ჯვრის მოხალისეებმა დაარიგეს სხვადახვა საინფორმაციო მასალები და ბუკლეტები სახელწოდებით: „ღვედი გიკეთია?“. აქციის მონაწილეები მძღოლებსა და ფეხით მოსაირულეებს გზებზე სიფრთხილისაკენ მოუწოდებდნენ. აქციამ მოიცვა 2000-მდე უცხოელი და ქართველი ტურისტი, ასევე ბათუმის ადგილობრივი  მოსახლეობა. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.