აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ერთობლივი პროგრამის გახორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოების შესახებ შემეცნებითი ღონისძიება მოეწყო.
ღონისძიების განმავლობაში სკოლის მოსწავლეები გაეცნენ საგზაო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას, განხილული იყო 12 წლამდე ბავშვების ქცევის წესები მანქანაში მგზავრობისას, ბავშვთა სავარძლების გამოყენება და მათი წინდასმის აკრძალვა. ბავშვებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები, სასწავლო წიგნები, რეფლექტორები, ბრელოკები და სამაჯურები. სკოლას საჩუქრად გადაეცა სხვადასხვა სასწავლო მასალა და კლასში დასაკიდი პლაკატები საგზაო უსაფრთხოების წესებით. ნაჩვენები იყო საგზაო უსაფრთხოების შესახებ სხვადასხვა ფილმები სკოლის მოსწავლეების ორი ჯგუფისთვის: 3-6 და 7-12 კლასის ბავშვებისთვის.
პროგრამის ფარგლებში, უახლოეს მომავალში ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" გეგმავს ღონისძიების ჩატარებას აფხაზეთის სხვადასხვა საჯარო სკოლაში.   

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.